საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ევროპის თასზე 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში გამართულ ევროპის თასზე საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრების პირველი დღის მედალოსნები გახდნენ:
ოქრო – გიორგი გივიშვილი (-66კგ);
ვერცხლი – შოთა ბაჩოშვილი (-55კგ), მერაბ სამადაშვილი (-66კგ);
ბრინჯაო – ნიკოლოზ გივიშვილი (-50კგ), ლუკა ქალიაშვილი (-55კგ), ლუკა დათაშვილი (-60კგ), ვასილ გამეზარდაშვილი (-66კგ).
შეჯიბრების მეორე დღეს გამარჯვებული +90კგ წონით კატეგორიაში ნოდარ კობალაძე გახდა. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ საბა სონღულაშვილი (-81კგ) და საბა ჯიქია (-90კგ), ბრინჯაოს მედლები მ (-73კგ) და გიორგი გელაშვილმა (-90კგ) მოიპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”