საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომხეთის ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომხეთის ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომხეთის ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა
მხარეებმა იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის მნიშვნელობას ორი ქვეყნის იურიდიული სფეროს წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებისათვის.
შეხვედრაზე იმსჯელეს, აგრეთვე, საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე.
პაატა სალიამ აშოტ სმბატიანს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის სფეროები და პრიორიტეტებიც გააცნო. მინისტრმა გამოხატა მზაობა, სომეხ კოლეგას თბილისში უმასპინძლოს.
შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
Next: საჭიროა ჯანდაცვის სექტორის გააქტიურება, რომ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრები იყოს ხელმისაწვდომი ნარკომომხმარებელთათვის და მათ დავეხმაროთ, რომ ამ მძიმე ვითარებიდან გამოვიდნენ

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია