საქართველოს ისტორიაში აქციები ყოველთვის უკავშირდებოდა დამოუკიდებლობის მოთხოვნას, ახლანდელი აქციების მოთხოვნა კი მორჩილებაა – დამოკიდებულებას ითხოვენ

საქართველოს ისტორიაში აქციები ყოველთვის უკავშირდებოდა დამოუკიდებლობის მოთხოვნას, ახლანდელი აქციების მოთხოვნა კი მორჩილებაა – დამოკიდებულებას ითხოვენ
„ორი პარალელური პროცესი მიდიოდა: ერთი, რომ საქართველო ომში უნდა ჩართულიყო და მეორე – თუკი საქართველოს ხელისუფლება ამაზე უარს იტყოდა (და მათ ჰქონდათ ამის მოლოდინიც), მაშინ ალტერნატივად გათვალისწინებული იყო , რომელიც უკრაინიდან შემოიყვანეს და ღიად განაცხადეს უკრაინიდანვე, რომ თუ „ქართული ოცნება“ არ დაიწყებდა ომს, ამას გააკეთებდა “, – ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში აქციები ყოველთვის უკავშირდებოდა დამოუკიდებლობის მოთხოვნას, ახლანდელი აქციების მოთხოვნა კი მორჩილებაა – დამოკიდებულებას ითხოვენ.
„იგივე, არ არის შემთხვევითი, რომ ბალტიისპირეთი ყველაზე მორჩილი აღმოჩნდა „დიფ სთეითის“ მიმართ, [რაც მათი მხრიდან გამოიხატა საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებსა და ნაბიჯებში]. მათ კარგად იცოდნენ, რომ რუსეთის მხრიდან [საომარი] ტერიტორიების გაფართოების შემთხვევაში, ორი შესაძლო განვითარება იყო – ერთი საქართველო და მეორე – ბალტიისპირეთი. ბალტიისპირეთში კი კარგად იცოდნენ, რომ თუ საქართველოში აინთებოდა ცეცხლი, ეს მათთვის მეხამრიდივით იქნებოდა – მძიმე როლს თავს დააღწევდნენ. სწორედ ამიტომ აქეზებდნენ თბილისის მთავარ მოედანზე მდგომი ბალტიისპირეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები აქციის მონაწილეებს.
სამწუხაროა ის, რომ ამ სატყუარას გარკვეული ნაწილი წამოეგო. ახალგაზრდების ნაწილი მიიჩნევდა, რომ რუსთაველზე ღირსებას იცავდა და სინამდვილეში კი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ტაშს უკრავდა მათ, ვინც ცეცხლის გაღვივებას ცდილობდა. მე რა აქციებიც მახსოვს საქართველოს ისტორიაში, ისინი ყოველთვის უკავშირდებოდნენ დამოუკიდებლობის მოთხოვნას. ახლანდელი აქციების მოთხოვნა კი მორჩილებაა – დამოკიდებულებას ითხოვენ. ამაში ხედავენ ქვეყნის პერსპექტივას. ჩვენ კი ვნახეთ ეს პერსპექტივა უკრაინაში თუ როგორ მძიმედ განვითარდა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
Previous: საგამოძიებო კომისია მოიძიებს მტკიცებულებებს იმ პოლიტიკურ ხელმძღვანელებზე, რომელთა მიმართაც პრეტენზიები საზოგადოებაში აგვისტოს ომის დაწყების დროიდან არსებობდა

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში