საქართველოს ინტეგრაციას უნგრეთის ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მყარი მხარდაჭერა აქვს, 14-15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მათი პოზიცია არის უცვლელი –

“საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას უნგრეთის ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მყარი მხარდაჭერა აქვს, 14-15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მათი პოზიცია არის უცვლელი,”-ეს განცხადება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მ გააკეთა.
მისივე თქმით, უნგრეთში მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე, პარტიებს შორის თანამშრომლობაზე, ურთიერთობების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე.
“ხვალიდან გვექნება შეხვედრები უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლეს დონეზე. ჩვენი მიზანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარება. კანდიდატის სტატუსის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეს ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი ჩვენს პარტნიორებთან. უნგრეთის ხელისუფლება და უნგრეთის მმართველი პარტია ძალიან მყარად უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. 14-15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მათი პოზიცია არის უცვლელი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაგვიფიქსირეს ჩვენმა მეგობრებმა,”- განაცხადა მ.
პასუხად კითხვაზე – “უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, იქნება თუ არა ეს საქართველოს კონტექსტში საფრთხის შემცველი?” – კობახიძემ აღნიშნა, რომ “ეს ევროკავშირისა და უნგრეთის საქმეა”.
“მგონია, საბოლოო ჯამში, შეთანხმება იქნება მიღწეული ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, როგორც საქართველო, ისევე და მოლდოვაც მიიღებენ მხარდაჭერას 27-ვე ქვეყნისგან. ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს, სა და მოლდოვას.
ოპოზიცია სინამდვილეში გაღიზიანებულია იმის გამო, რომ, სინამდვილეში, და უნგრეთის ხელისუფლება მთლიანობაში არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი. ისინი გაღიზიანებას არასდროს მალავდნენ. თქვენ გახსოვთ, როდესაც უნგრელი ევროკომისარი იყო საქართველოში ჩამოსული და ღიად გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა, როგორი გზავნილები მიუძღვნეს მას ოპოზიციის წარმომადგენლებმა. რეალურად, ოპოზიციას აღიზიანებს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის წარმატებასთან, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე,”-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია