მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ოპოზიციონერი დეპუტატები საქართველოში იმყოფებიან.
დოდონმა, რომელიც ერთი დღით ადრე მოსკოვში იმყოფებოდა, საქართველოში ვიზიტის შესახებ დოდონმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„როგორც მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრი, სამუშაო ვიზიტით ვიმყოფები თბილისში, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში. ვიზიტი ტარდება ქართული მხარის მოწვევით. დელეგაციას ხელმძღვანელობს მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, PSRM-ის დეპუტატი ბოგდატ ცირდეა. მის შემადგენლობაში ასევე შედიან ჯგუფის წევრები: ფრაქცია „დემოკრატია სახლშის“ თავმჯდომარე ვასილ კოსტიუკი, PSRM-ის დეპუტატი პეტრუ ბურდუჯა და საპარლამენტო ფრაქცია „ალტერნატივის“ ვიცე-თავმჯდომარე ოლგა ურსუ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პირველი სხდომის ჩატარება, რაც ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო დიალოგის გაძლიერებას აღნიშნავს. ასევე, დელეგაციის დღის წესრიგი მოიცავს შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, აგრეთვე ყველა საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლებთან“, — წერს დოდონი.
მისი თქმით, ვიზიტის მიზანია მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარება, ასევე საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა, მათ შორის საპარლამენტო მიმართულებით.




