საქართველოს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ეწვია

საქართველოს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ქემალ მემისოღლუ ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი მოადგილესთან და ჯანდაცვის მიმართულებების ხელმძღვანელებთან ერთად, თბილისში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.
„დელეგაციას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, მასპინძლობს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ოფიციალური შეხვედრები და ჯანდაცვის სექტორში კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის მიზნით, მემორანდუმი გაფორმდება.
დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის წევრებს, ასევე, დაგეგმილია სხვა, მაღალი რანგის შეხვედრები“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს