საქართველოს თვითმმართველი ქალაქების ინდექსში თბილისი, ბათუმი და ფოთი ლიდერობს – რეიტინგი

„საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსში“ თვითმმართველ ქალაქებს შორის თბილისი, და ლიდერობს.
„ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა „საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი“ იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს და შედარდეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მუშაობის ეფექტიანობა, მათ ტერიტორიაზე მოქალაქეთა ცხოვრებისა და სამეწარმეო საქმიანობის გარემო.
კვლევის შედეგების იყოფა 5 თვითმმართველი ქალაქის და 59 თვითმმართველი თემის მუნიციპალიტეტის მიხედვით.
5 თვითმმართველ ქალაქს შორის რეიტინგი შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი და რუსთავი.
2023 წლის შედეგებით თბილისი პირველ ადგილს იკავებს 67.52 სარეიტინგო ქულით, რაც უკვე მეორე შემთხვევაა კვლევის დაწყების წლიდან. 2022 წელს თბილისის მუნიციპალიტეტი ასევე პირველ ადგილსა იკავებდა, 2021 წელს მე-2 ადგილს იკავებდა – 45.39 სარეიტინგო ქულით. 2020 წლის შედეგებით თბილისი რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებდა – 45.33 სარეიტინგო ქულით.
2023 წლის შედეგებით ბათუმი რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს 53.84 ქულით, თუმცა აღსანიშნავია რომ 2022 წლის კვლევაში დაკავებული მე-2 ადგილი განისაზღვრებოდა 57.42 სარეიტინგო ქულით, რაც უკვე იძლევა ზოგადი კლების შეფასების საშუალებას. თუ გავითვალისწინებთ რომ თავის მხრივ 2021 წლის 58.83 სარეიტინგო ქულასთან შედარებით ასევე ნაკლებია და რაც აისახა კიდეც მუნიციპალიტეტის რეიტინგზე ინდექსში, თავის მხრივ ეს ორივე მაჩვენებელი 2020 წლის ბათუმის 65.49 სარეიტინგო ქულასთან შედარებით კიდევ უფრო მეტ სხვაობას აჩვენებს.
2023 წლის შედეგებით ფოთი რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს 50.69 სარეიტინგო ქულით, რაც 2022 წლის 46.68 სარეიტინგო ქულასთან შედარებით გაუმჯობესებული შედეგია, რაც 2021 წლის შედეგებთან შედარებით მკვეთრი გაუმჯობესებაა, ფოთი 2020 წლის ინდექსში მეხუთე ადგილს იკავებდა 36.65 სარეიტინგო ქულით.