საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 3 მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში, ლიოვა ვარნის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
18 წლის ნიკა ზანგალაძე და 21 წლის თორნიკე თულაშვილი ჩემპიონები გახდნენ. 20 წლის ლევან ბაზაძემ კი მესამე ადგილი დაიკავა.
საქართველოს გარდა, ტურნირში მონაწილეობდნენ სომხეთის, ირანის, ყაზახეთის, მოლდოვას, იტალიის, ს ნაკრები და ნეიტრალურმა გუნდი, რომელიც რუსი და ბელარუსი მოჭიდავეებით იყო დაკომპლექტებული.
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ტურნირზე არასრული შემადგენლობით გამოვიდა. გუნდი სომხეთში მწვრთნელებმა აკაკი კუნჭულიამ და ზვიად გვილიამ ჩაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?