საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. მეთაურმა კაპიტან მირზა თხელიძეს, უფროს ლეიტენანტ გიორგი ონიაშვილს, უფროს სერჟანტ ბაგრატ კაპანაძეს, უმცროს სერჟანტ მალხაზ ჩხაპელიასა და კაპრალ ვანო კელენჯერიძეს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
დაჯილდოების ცერემონია საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა.
საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობის შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ფასდება. პროექტის მიზანია, სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება.

ასევე დაგაინტერესებთ

„სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს სრული ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს თავდასხმას სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე და წერტილი დაუსვა განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას“