საქართველოს თავდაცვის ძალებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი კრწანისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობის და მახათას მთაზე პროექტ „ჯარის ქალაქის“ მეორე ეტაპის განხორციელების პროცესს გაეცნენ. მათ სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და პასუხისმგებელი პირებისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ანგარიში მოისმინეს.
კრწანისში უკვე აშენდა, სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა კორპუსებს, სადაც კადეტებისთვის ყაზარმები, საკლასო ოთახები, სასწავლებლის ადმინისტრაცია და ლაზარეთი განთავსდება. მოეწყო სამწყობრო მოედანი და საკონტროლო გამშვები პუნქტი. ლიცეუმის ტერიტორიაზე დასკვნით ფაზაშია შიდა კომუნიკაციების გაყვანის და კეთილმოწყობის სამუშაოები. დასრულების შემდეგ, სასწავლებელი 350-მდე კადეტის მიღებას შეძლებს.
მახათას მთაზე, „ჯარის ქალაქის“ პროექტის მე-2 ეტაპით გათვალისწინებული 44 შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, 39-ის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. 28 კორპუსში სართულების კარკასის სამუშაოებია დაწყებული, ხოლო 11 კორპუსს ამ ეტაპზე ეყრება საძირკველი. ამჯერად, თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, „ჯარის ქალაქში“ ბინებს 1300-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. კვადრატულ მეტრში ისინი მხოლოდ 100 დოლარს გადაიხდიან. პროექტი – „ჯარის ქალაქი“ მაღალი სტანდარტით ხორციელდება: კორპუსები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, დაგეგმილია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა გიორგობიანი: ლიბერალური ინტერნაციონალის ხელწერა ასეთია: შესაძლოა პარტია რეიტინგით ან არჩევნების შედეგებით უსწრებდეს სხვებს, მაგრამ ბრიუსელიდან მართული პარტიები ერთიანობაში მეტ პროცენტს აგროვებენ, იგივე სქემის დანერგვა სურდათ ჩვენთან

დედაქალაქის ბიუჯეტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, გაცდა 2 მილიარდ ლარს. ეს იძლევა შესაძლებლობას, განვახორციელოთ რაც შეიძლება მეტი მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის საჭირო და საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტი