საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხორვატიაში გამართულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხორვატიაში გამართულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოცეულმა ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის საველე სწავლებაში მიიღო მონაწილეობა. სწავლება-შეფასება ხორვატიის ქალაქ სლუნის საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდა. წვრთნების სცენარის მიხედვით, ქართულმა ქვედანაყოფმა სამხედრო პოლიციური ფუნქციების შესრულებაში სხვადასხვა დავალება შეასრულა. ქართველმა სამხედროებმა ამოცანებს თავი წარმატებით გაართვეს და მომზადების მაღალი დონე გამოავლინეს.
წვრთნებში, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო ჩართული, მონაწილეობდნენ ბატალიონის წევრი ქვეყნები – პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, და უნგრეთი. სწავლებამდე, ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა, უცხოელი პარტნიორი ქვეყნების ინსტრუქტორთა მხარდაჭერით სპეციალური წვრთნები გაიარეს, ხოლო წვრთნების კონტროლისა და შეფასების ჯგუფებში სამხედრო პოლიციის ორი ოფიცერი იყო ჩართული.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას