საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 32 წელი შესრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 32 წელი შესრულდა. საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. სამწყობრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. მან არტილერისტებს სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
აღმოსავლეთის სარდალმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. პირადი შემადგენლობა დაჯილდოვდა სამსახურებრივი საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებით – „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“.
ღონისძიების დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებმა მე-5 საარტილერიო ბრიგადის შეიარაღება დაათვალიერეს და გასართობ ღონისძიებებს დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში