საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურთა სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა, რომელსაც სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი ხელმძღვანელობდა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მოქმედ თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მედალი „დიდგორის ჯვარი“ გადასცა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ნატოს სამხედრო კომიტეტის ახლად არჩეულ თავმჯდომარესთან, ადმირალ კავო დრაგონესთან. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველო-ნატოს შორის სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ნატოს შტაბბინაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ასევე, გამართა ორმხრივი შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან, სადაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება, ვინც არ ითანამშრომლებს, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი საკანონმდებლო ზომების გატარება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულების გამოძიება არის მნიშვნელოვანი არა იმისათვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა ანალოგიური საფრთხეებისგან

ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე საუბრობენ იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში, ასეთი ინიციატივა ქართული საზოგადოების თვალში აკნინებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს რეპუტაციას