საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებულია
საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის მიმდინარე მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა. ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მისი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს მე-4 ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები შეხვდნენ. გამარჯვება ეროვნული გვარდიის გუნდმა მოიპოვა.
მეორე ადგილზე მე-4 ქვეითი ბრიგადა, ხოლო მესამე ადგილზე მე-2 ქვეითი ბრიგადა გავიდა. გამარჯვებულ გუნდს თასი თავდაცვის მინისტრმა გადასცა. სამივე ადგილზე გასული გუნდების წევრები კი, მედლებით დაჯილდოვდნენ. ასევე, გამოვლინდა „საუკეთესო ფეხბურთელი“ და „საუკეთესო მეკარე“.
თავდაცვის სამინისტროში ტურნირი მინი ფეხბურთში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 16 გუნდი მონაწილეობდა.
ტურნირი მინი ფეხბურთში ყოველწლიურად ტარდება, რაც სამხედროებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა