საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი კანადიდან საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული გუნდი კანადაში გამართული „ძლიერთა თამაშებიდან“ საქართველოში დაბრუნდა.
სამხედრო პარასპორტსმენებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ. მათ სამხედროებს „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადეს.
კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ ქართველმა სამხედროებმა სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში წარმატებით იასპარეზეს და სამშობლოში ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით დაბრუნდნენ.
კაპრალმა თემურ დადიანმა ოქროს მედალი ქალაქ ვისტლერში თხილამურებით სპრინტში ასპარეზობისას მოიპოვა, კაპრალმა ალიკა გითოლენდიამ ვანკუვერში გამართულ ნიჩბოსნობაში ტრენაჟორით 1-წუთიან შეჯიბრში ოქროს მედალი, 4-წუთიანში კი, – ვერცხლის მედალი აიღო.
წელს „ძლიერთა თამაშებს“ კანადის ქალაქებმა – ვანკუვერმა და ვისტლერმა უმასპინძლეს. საერთაშორისო პარასპორტული შეჯიბრის ისტორიაში წელს ერთდროულად პირველად ჩატარდა ზამთრისა და ზაფხულის ტურნირები. „ძლიერთა თამაშები“ 2014 წლიდან გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის პრინც ჰარის პატრონაჟით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ მისი დაარსების პირველივე წლიდან წარმატებით მონაწილეობს და სხვადასხვა დროს მიღებული აქვს უმაღლესი სინჯის მედლები. თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, სამხედროების გულშემატკივრობისა და მხარდაჭერის მიზნით კანადაში პარასპორტსმენებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება