საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანის კიბერუსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანის კიბერუსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და აზერბაიჯანის კიბერუსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა, ლუკა მგელაძემ აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლებს ბიუროს სტრუქტურა და მიზნები გააცნო, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
აზერბაიჯანის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ელშან როვშან ჰასანოვმა აზერბაიჯანის შესაბამისი სამსახურის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
მხარეები კიბერუსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ, სადაც ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის იუნკერებს შეხვდნენ. დელეგაციის წევრები შინდისის მემორიალთანაც იმყოფებოდნენ, სადაც გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
კიბერუსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, მესამედ გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს