საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტს უმასპინძლა. მინისტრმა კომიტეტის დელეგაციასთან, რომელსაც ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ჰულუსი აკარი ხელმძღვანელობდა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილა. ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და კომიტეტის მოქმედ თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამ კონტექსტით ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება, სამხედრო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შეთავაზება, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური დახმარება, რაც აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ზრდის თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას.
საუბარი შეეხო სამმხრივ თანამშრომლობას, რაც მიზნად ისახავს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტერიალს წელს საქართველო უმასპინძლებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს