საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ ფორმატში თურქეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ ფორმატში თურქეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მან თურქეთის თავდაცვის მინისტრსა და თურქულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, ათწლეულების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება, ასევე არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებაში თურქეთის ძალისხმევა.
კოლეგებმა შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში ორმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია დინამიურად ვითარდება.
შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები წარმოადგენდა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამ ფონზე, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხაზი გაესვა თანამშრომლობის დადებით დინამიკას, რაც ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტებში გამოიხატება, მათ შორის აღინიშნა, ბოლო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.
სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. 2024 წელს მინისტერიალი საქართველოში გაიმართა. მიმდინარე წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელების სამმხრივ ფორმატში შეხვედრას, თურქეთის დედაქალაქი ანკარა მასპინძლობს.

ასევე დაგაინტერესებთ

EPP-ის განცხადება, ფაქტობრივად, საქართველოში გადატრიალების მხარდაჭერას წარმოადგენს – მათ შეძლეს, რომ „ქართული ოცნება“ მოძალადედ, ხოლო კრიმინალების დაჯგუფება მსხვერპლად გამოეცხადებინათ

4 ოქტომბრის შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია მუხლმოდრეკილი და თვალცრემლიანი ევედრება მათ კურატორებს დასავლეთში – ვაღიარებთ, რომ მორიგ ჯერზე ჩავისვარეთ, მაგრამ არ მიგვატოვოთ, რადგანაც ჩვენზე უფრო ერთგულ „პრო-ევროპელებს“ საქართველოში ვერ იპოვითო