საქართველოს თავდაცვის მინისტრი -ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ახალ ატაშესა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ახალ უფროსს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა -ის თავდაცვის ახალ ატაშესთან, პოლკოვნიკ ჯონათან ადამსთან და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ახალ უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ ენდრიუ ანდერვუდთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ახლადდანიშნული ატაშე და ODC-ის უფროსი თავდაცვის მინისტრს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა წარუდგინა. თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ჯონათან ადამსსა და ვიცე-პოლკოვნიკ ენდრიუ ანდერვუდს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა