საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა.
საქართველოში ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია იმყოფება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სენატორ ჯინ შაჰინს, კონგრესმენ მაიკ ტერნერსა და დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოსა და -ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ