საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის ფორმატში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში,  ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის ფორმატში იმყოფებოდა. პაატა პატიაშვილსა და დელეგაციის წევრებს  გენერალ ლეიტენანტმა ერიკ პელტიემ უმასპინძლა. შეხვედრაზე  საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობის  მნიშვნელობასა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
დიალოგის ფარგლებში განიხილეს მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იმედი  გამოთქვა, რომ საფრანგეთთან და დასავლელ პარტნიორებთან ორმხრივი კავშირები გაგრძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი