გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 4 ივნისს დღის ბოლომდე ამინდი გაურესდება.
კერძოდ, 4 ივნისს დღის ბოლომდე შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს” – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტო საფრთხის დონეს საშუალოდ აფასებს.
