საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ბერლინში გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ბერლინში გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალში მონაწილეობს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქი გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალს მასპინძლობს. მინისტერიალი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა, თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გახსნეს.
უმაღლესი დონის პოლიტიკურ ფორუმში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი გერმანელი კოლეგის ბორის პისტორიუსის ოფიციალური მიწვევით მონაწილეობს. ირაკლი ჩიქოვანი სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე – სამშვიდობო მისიების რეფორმა: უფრო ეფექტიანი და უსაფრთხო სამშვიდობო ოპერაციები. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს სამშვიდობო მისიების მნიშვნელობაზე, ახალ ინიციატივებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველო, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებლიანი აქტორი წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა არა მხოლოდ გაეროს, არამედ ნატოსა და ევროკავშირის მისიებში.
მინისტერიალი მიზნად ისახავს გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვეყნების მზადყოფნას გაეროს არსებულ თუ სამომავლო სამშვიდობო მისიებში ჩართვასა და კონტრიბუციასთან დაკავშირებით. ბერლინის მინისტერიალში 112 სახელმწიფოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე გაეროს, ევროკავშირის, ნატოს, ეუთოსა და წითელი ჯვრის მაღალი დონის პოლიტიკური პირები მონაწილეობენ. გაეროს სამშვიდობო მინისტერიალი პირველად 2016 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში