საქართველოს ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად ქარის ელექტროსადგურში იმყოფებოდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენლები, ქართლში, ქარის ელექტროსადგურს ეწვივნენ. მათ, ელექტროსადგური ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში, თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ დაათვალიერეს.
აღინიშნა, რომ პროექტი განახლებადი ენერგიების სექტორში წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია. ევროკომისრის თქმით, საქართველოში, ქარისა და მზის ელექტროსადგურებში ინვესტირება, ელექტროენერგიით შეუფერხებელი ვაჭრობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტი, 2016 წელს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

NGO-ების ანგარიშებში არ ხვდება ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან, არც საარჩევნო პროცესებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში