საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრების გამარჯვებით დასრულდა რიგით XVII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი

საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრების: გიგა ყუფარაძის და ლევან ფანცულაიას პირველობით დასრულდა, ფოთში გამართული, რიგით XVII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის „ნანა ალექსანდრიას თასი – 2024“ გათამაშება.
ქართველმა დიდოსტატებმა 9-იდან 7 ქულა დააგროვეს და ნახევარი ქულით გაასწრეს უახლოესს კონკურენტებს.
დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა ყუფარაძემ დაისაკუთრა.
ფესტივალი 11 ტურნირად გაიმართა სხვადასხვა კატეგორიებში და მისი საპრიზო ფონდი 60 000 ლარს შეადგენდა.
ასპარეზობის ორგანიზატორები და ფინანსური მხარდამჭერები გახლდნენ: ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, ფოთის საჭადრაკო კლუბი „ნანა“.
შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 14 ქვეყნის 450-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა