საქართველოს ექსპორტი შემცირდა – რა საქონელი გაიტანა საქართველომ 2024 წლის 7 თვეში ექსპორტზე

2024 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან უცხოეთში 3.53 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.3%-ით ნაკლებია. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კლება ძირითადად სპილენძის მადნების ექსპორტის შემცირებას უკავშირდება. 2024 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან 36 მილიონი დოლარის ღირებულების მადნები გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $344 მილიონი დოლარით, ანუ 91%-ით ნაკლებია. ამ საქონელში არსებული შემცირების მიუხედავად, საქართველოდან სხვა დასახელების პროდუქტების ექსპორტი გაზრდილია და საექსპორტო რეიტინგში პირველ ადგილს კვლავ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს 1.2 მილიარდი დოლარის შემოსავლით.