საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამაღელვებლად ქომაგობდნენ ჩვენი სომეხი ძმები, რაც ძალიან გვახარებს, ვაფასებთ ამ მხარდაჭერას

დიდი პატივია, ჩემს ძვირფას კოლეგას და მეგობარს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლო. თქვენი ვიზიტი დაემთხვა საქართველოსთვის ძალიან საამაყო დღეებს, ჩვენმა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგებს მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და სომხეთი შეძლებენ, ფეხბურთში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს წარმატებით უმასპინძლონ.
„საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამაღელვებლად ქომაგობდნენ ჩვენი სომეხი ძმები, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას. ცოტახნის წინ საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციებმა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი წარადგინეს. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ქვეყნები ამ ტურნირს წარმატებით ჩავატარებთ და ჩვენს გუნდებსაც შესაბამისი შედეგები ექნება“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა
Next: ყველას როდი გაუხარდა ის შედეგი, რაც ჩვენმა ნაკრებმა ევრო 2024-ზე აჩვენა. მათ ნაკრების ფიასკო უფრო გაუხარდებოდათ, რომ მერე ესეც საკუთარი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს