საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბულგარეთის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, ნიკა გაგნიძემ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 ქულაა. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი ოქტომბერში გამართავს. 11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს – თურქეთს.
საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ, ესპანეთისა და თურქეთის მსგავსად, სამი ქულა აქვს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)