საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორი ძირითადი მიმართულებით უნდა იმუშაოს – დივერსიფიკაცია და რეგიონული თანამშრომლობა – ჯეფრი საქსი

„ჩემი მთავარი რეკომენდაციაა – რეგიონული თანამშრომლობა. ეს თავისთავში მოიცავს რეალური ეკონომიკის ფარგლებში თანამშრომლობას – ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, ენერგოსისტემას, ციფრულ ქსელსა და სატრანსპორტო სისტემას,“ – ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი საქსმა, ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში თბილისში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
ჯეფრი საქსმა რეგიონული თანამშრომლობის განსაკუთრებით მზარდ როლს გაუსვა ხაზი. მისი შეფასებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ახლა თანამშრომლობის განსაკუთრებული მიზეზი აქვთ, რაც მსოფლიოს წაადგება.
„მინდა ვხედავდე ცოცხალ ჩრდილო-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნებს. ეს სასარგებლო იქნება როგორც სამხრეთ კავკასიისთვის, ისე – მთლიანად მსოფლიოსთვის. სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას – საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი – რომლებიც, ყოველთვის ვერ ახერხებდნენ თანამშრომლობას, ახლა საამისოდ განსაკუთრებული მიზეზი აქვთ. ციფრული ერის, მულტიპოლარული ეპოქის, ტექნოლოგიების, სავაჭრო მარშრუტების ცვლილების, დოლარის როლის შემცირების, ჩინეთის ზრდის, სარტყელისა და გზის ინიციატივის ფონზე, ჩნდება ახალი გამოწვევები და ინიციატივები, რომლებიც მხოლოდ ერთი ქვეყნის დონეზე ვერ გადაწყდება,“- აღნიშნა მან.
კოლუმბის უნივერსიტეტის პროფესორმა მიმართვაში მომავლის ინიციატივაც გააჟღერა, რაც რეგიონულ ვალუტას უკავშირდება. ჯეფრი საქსის შეფასებით აქტუალობას 5-10 წელში შეიძენს.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს