საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან მატჩს 23 მარტს „დინამო არენაზე“ გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან მატჩს 23 მარტს „დინამო არენაზე“ გამართავს
ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი აუტში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან საშინაო შეხვედრას „დინამო არენაზე“ ჩაატარებს, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ჟურნალისტებთან საგანგებო შეხვედრისას განაცხადა.
„„დინამო არენას“ ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციით, როგორც იცით, სრულად შეზღუდული იყო პირველი იარუსის გამოყენება. დამატებითი დეტალური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პირველი იარუსის 18 სექტორიდან მხოლოდ ექვსი სექტორის გამოყენებაა შეზღუდული. შესაბამისად, გახსნილია სტადიონის პირველი იარუსის 2/3 და მეორე იარუსი სრულად. მათ შორის, შეზღუდვა არ ეხება მატჩის ორგანიზებისთვის აუცილებელ ზონებს, მედიის სამუშაო სივრცეს, ტექნიკურ ზონას და სტუმარი გულშემატკივარის ტრიბუნას.
როგორც აღვნიშნე, პირველადი დასკვნით, რომელიც „დინამო არენამ“ ივნისში მოგვაწოდა, პირველი იარუსი სრულად იყო დახურული, ხოლო დღევანდელი მონაცემებით შეზღუდვა 6 სექტორს ეხება, რაც დაახლოებით 4000 ადგილია.
ვიმედოვნებ, რომ პრობლემური სექტორების რეაბილიტაცია შემდგომი მატჩებისთვის დასრულდება და სრულად შევძლებთ სტადიონის ტევადობის ათვისებას“, – განაცხადა მუჯირმა.
2024/25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი აუტში საქართველოს ნაკრები სომხეთთან პირველ მატჩს 20 მარტს სტუმრად გამართავს, ხოლო თბილისში, „დინამო არენაზე“ მეტოქეს 23 მარტს უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში