“ბოდიში არავისთვის გვაქვს მოსახდელი”, – ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული გმირის, სამაჩაბლოში 2004 წლის შეტაკებების დროს დაღუპული ზაზა დამენიას ცოლი, ხათუნა ხუხუნაიშვილი ოლიგარქი ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას.
“2004 წლის 16 აგვისტოს დაიღუპა ზაზა დამენია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, სამაჩაბლოში სოფელ ერედვის მთაზე. ბოდიში არავისთვის გვაქვს მოსახდელი”, – წერს სოციალურ ქსელში, ხათუნა ხუხუნაიშვილი.
ცნობისათვის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”