საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შეძენილი უნიკალური ექსპონატების გამოფენა გაიმართა

13 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შეძენილი უნიკალური ექსპონატების გამოფენა გაიმართა.
ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა მ გახსნა. ექსპოზიცია დაათვალიერა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ. ღონისძიებას დაესწრნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და მოადგილე გიორგი მირცხულავა.
„უახლოეს მომავალში დასრულდება ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის დარბაზის რესტავრაცია და 2026 წელს წიგნის მუზეუმის გაფართოებისთვის ვემზადებით. ასევე ვგეგმავთ მადლიერების კუთხის გახსნას, სადაც იმ უცხოელი მოღვაწეების – მწერლების, ხელოვანების, მეცნიერების პორტრეტები განთავსდება, რომელთა შემოქმედებაშიც საქართველომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ეროვნული ბიბლიოთეკა თავისი ძალებით უწევს ექსკურსიამძღოლობას სასკოლო ექსკურსიებს, რომელთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა“, – განაცხადა მ.
„ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს უმნიშვნელოვანესი ექსპონატები შეემატა. სახელმწიფო მხარს უჭერს ფონდების შევსებას ყველა ბიბლიოთეკასა და მუზეუმში. ამ უნიკალური მასალების შეძენითა და ფონდებში დაცვით იზრდება საკვლევი მასალის რაოდენობაც. დარწმუნებული ვარ, ბიბლიოთეკის გუნდი კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილე იქნება“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდები ყოველწლიურად ივსება იშვიათი გამოცემებით, არქივებით, წერილებით, პლაკატებით, ფოტოებითა თუ სხვა ბიბლიოგრაფიული ერთეულებით. მათი გამოფენა და საზოგადოებისთვის წარდგენა კი ერთგვარ ტრადიციად იქცა.
წელს ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს შეემატა: რევოლუციამდელი ღია ბარათების კოლექცია საქართველოს ხედებით; აფიშების კოლექცია; ილია ადამიას ეთნოგრაფიული ჩანახატები; თვითნასწავლი მხატვრების კარაპეტ გრიგორიანცისა და ნიკო ტარიელაშვილის ნახატები (3 ნახატი); წიგნები: „ბიზანტიური ემალი“ (Византийские эмали. Собрание А.В. Звенигородского, ფრანგულ ენაზე) (1892), სტრაბონის „გეოგრაფია“ (1512), „დონ კიხოტის იკონოგრაფია“ (1879); ივანე ჯავახიშვილის ანკეტა; არჩილ ჯორჯაძის წერილი (ავტოგრაფით); ალბომი ქართველი მწერლების ავტოგრაფებით; კონსტანტინე გამსახურდიას და გალაკტიონ ტაბიძის ბიუსტები; ერეკლე ჯაბადარის ნოტები ავტოგრაფით; XVIII საუკუნის რუკა (კავკასია და მეზობელი რეგიონები); დოკუმენტები კიტა აბაშიძის არქივიდან.