,, საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ხდება საყოველთაო სიღარიბე” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,უმძიმესი გეოპოლიტიკური კატასტროფა საქართველოსთვის
საქართველოს კეთილდღეობა ჩემს დროს დაეფუძნა ძირითად წყაროს – სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც ჯერ შევარდნაძის დროს მოვიპოვეთ და ჩემ დროს გავაღრმავეთ, ტურიზმს და ჩვენს სტატუსს, როგორც „მსოფლიო დემოკრატიის შუქურის“, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს გვხდიდა ინვესტიციებისთვის.
ასევე გვამაგრებდა ჩემს დროს დამყარებული ფართო საერთაშორისო კავშირები და სწრაფი ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაწყება. ეს ოთხი ფაქტორი იყო ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, სწორედ ჩვენს სატრანზიტო ფუნქციის და განსაკუთრებით დემოკრატიული სისტემის დასაცავად გამოაგზავნა ბუშმა 2008 წელს მე-6 ფლოტი.
ივანიშვილმა გაანადგურა ქართული დემოკრატია, მოახდინა საქართველოს იზოლაცია, მისი ძირითადი მოკავშირეებისგან და ახლა ამ ყველაფრის გამო ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას.
დღეს დაგეგმილი, ამერიკა-აზერბაიჯან-სომხეთის საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლის თანახმადაც ამერიკა 100 წლით არენდაში იღებს ზანგეზურის დერეფანს, ხსნის ახალ სატრანზიტო დერეფანს ევროპიდან ჩინეთში, ამჯერად საქართველოს, ირანის და რუსეთის გვერდის ავლით.
დიახ, სწორედ ირანთან და რუსეთთან ერთად ვექცევით სრულ გეოპოლიტიკურ იზოლაციაში. ეს ნიშნავს რომ რკინის ფარდა ეშვება წითელ ხიდზე და ჩვენ ვიჩეხებით უფსკრულში, მოსკოვთან და თეირანთან ერთად.
ლაზიკის პორტის პროექტი აზრს კარგავს, ისევე როგორც არსებული ქართული პორტები და საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ხდება მოსახლეობის კიდევ უფრო დაჩქარებული გასვლა და საყოველთაო სიღარიბე. აი სად მიგვიყვანა ამერიკასთან და ევროპასთან სტრატეგიული კავშირის გაწყვეტამ.
რა ირონიულია რომ ეს ყველაფერი ხდება აგვისტოს ომის წლისთავზე.“

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში