კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა Facebook-ზე წერს, რომ საქართველოს, როგორც არასდროს, ისეთ სჭირდება მეტი ევროპა და NATO, მეტი სილიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა.
ამ განცხადებით ის, სავარაუდოდ, ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდი 2028 წლამმდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს აჩერებს.
“დღეს, როცა რუსეთი:
– აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას;
– აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ;
– ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას…
ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!!”, – წერს ის Facebook-ზე.