საქართველოს ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი, როგორც ლიდერ ქვეყანას ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

საქართველოს ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი, როგორც ლიდერ ქვეყანას ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის
საქართველო არის ნომერ პირველი ქვეყანა ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფონზე, ის ფაქტი, რომ ფორმალურად ჩამოვრჩებით, ნახევარი ნაბიჯით, ს, მოლდოვას, ბოსნიას, არის სრული უსამართლობა.
„ყველამ იცის, რომ საქართველო არaის გამოკვეთილი ლიდერი, ყველა თვალსაზრისით, კანდიდატ ქვეყნებს შორის, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ზრდა თუ ნებისმიერი სხვა სფერო. საქართველო არის ნომერ პირველი ქვეყანა ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ჩვენ ფორმალურად ჩამოვრჩებით, ნახევარი ნაბიჯით, ს, მოლდოვას, ბოსნიას, არის სრული უსამართლობა.
მე დარწმუნებული ვარ, როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება მომავალ წელს, ურთიერთობები გადაიტვირთება და სამართლიანობაც აღდგება. საქართველოს ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი, როგორც ლიდერ ქვეყანას ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, ყველა კუთხით საქართველო იქნება ნომერ პირველი ქვეყანა 2030 წელსაც იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონი ფიშერი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა და რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე