საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 9%-ით გაიზრდება, ხოლო 2025 წელს 6%-ით – Galt&Taggart-ის პროგნოზი

„ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 9.0%-ით გაიზრდება 2024 წელს, ხოლო 6.0%-ით 2025 წელს“, – ამის შესახებ Galt&Taggart-ი კვირის მიმოხილვაში წერს.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 7.8%-ით გაიზარდა 2023 წელს, რაც 0.3პპ-ით აღემატება წინა შეფასებას. ამასთან, საქსტატმა ზრდის მიმართულებით დააკორექტირა 2024 წლის პირველი და მეორე კვარტლების რეალური მშპ- ის ზრდის ტემპები, შესაბამისად 0.3პპ და 0.1პპ-ით 8.7% და 9.7%- მდე.
შედეგად, 2024 წლის პირველ ნახევარში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 9.2% შეადგინა. შესაბამისად, საქსტატის 2024 წლის მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების გათვალისწინებით (+11.1% წ/წ), საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.9%-ით გაიზარდა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში.