საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უნგრეთი ცალსახად უჭერს მხარს – დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უნგრეთი ცალსახად მხარს უჭერს.
მისი თქმით, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ დაადასტურეს.
“საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უნგრეთი ცალსახად უჭერს მხარს და ჩვენ ეს არაერთხელ მოგვისმენია, როგორც საგარეო მინისტრისგან, ისე – პრემიერ-მინისტრისგან. რაც შეეხება ევროკავშირი-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებს, აქ არ ვისურვებდი გამეკეთებინა კომენტარი, ეს არის უნგრეთისა და ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხი”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ ვინმე შეეცდება, გვერდი აუაროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება შეგვიძლია მოგვიანებით გავავრცელოთ ე.წ მემკვიდრე პარტიებზე, აქედან გამომდინარე, პრაქტიკული თვალსაზრისით არ გახდა საჭირო სარჩელში სახელების და გვარების ჩამოთვლა

მცირე პარტიებთან მიმართებაში გავითვალისწინეთ საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკა, რომელიც გვეუბნება, რომ თუ პარტია პოლიტიკურ პროცესზე არსებითი გავლენით არ სარგებლობს, ის ვერ იქნება საფრთხე კონსტიტუციური წესწყობილებისათვის