საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მის უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიიარტოსთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბუდაპეშტში განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია.
„ევროკავშირი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს. მე ჩემი კოლეგა კიდევ ერთხელ დავარწმუნე იმაში, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული გზა შეუქცევადია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საჭირო რეფორმებზე, მათ შორისაა ცხრა ნაბიჯის შესრულება, და აგრეთვე ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია“, – თქვა დარჩიაშვილმა.
საქართველოს პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ეფექტური დიალოგის წარმოება ყველა ევროპელ კოლეგასთან ინფორმაციის ღია გაცვლის მიზნით.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველო რჩება ევროკავშირის მოკავშირედ უსაფრთხოების სფეროში და განაგრძობს პარტნიორების უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში წვლილის შეტანას.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას