საქართველოს ევროპული ამბიციებისთვის კიდევ ერთი წითელი დროშაა – როთი ჰომოფობიურ ცვლილებებზე

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს, ევროკავშირის გზაზე საქართველოსთვის კიდევ ერთი წითელი დროშაა.
ამის შესახებ გერმანელი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„უცხოეთის აგენტების შესახებ კანონით“ კრიტიკულ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმის შემდეგ, საქართველო მთავრობა მიზანში იღებს სექსუალურ უმცირესობებს.
რუსული სტილის ზომები ლგბტ ადამიანების შესაზღუდად, საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის კიდევ ერთი წითელი დროშაა. მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს საქართველოს მომავალს გამანადგურებელი ინიციატივები“, – წერს მიხაელ როთი.
After attacking critical civil society with the “foreign agent law” Georgian government targets sexual minorities. A Russian-style crackdown on LGBTI is another red flag for Georgia‘s EU ambitions. Ruling Party must stop initiatives to destroy 🇬🇪’s future. https://t.co/p406thxscI — Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) June 4, 2024
საპარლამენტო უმრავლესობა აინიციირებს კანონპროექტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“.
ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების გაგრძელება, რომლითაც „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ “ლგბტ პროპაგანდას” ებრძვის, რეალურად კი ლგბტ თემს უფლებებს უზღუდავს, ასევე -აწესებს ცენზურას. მმართველ პარტიას საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის შესაცვლელად საკმარისი მანდატები (3/4) არ აქვს, ამიტომ პაპუაშვილი ამბობს, რომ მასთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებებსაც აინიციირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე