საქართველოს ევროპის საბჭოს ადგილობრივ ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია ეწვევა

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია 24 და 25 სექტემბერს საქართველოში ფაქტების შესწავლის მიზნით ვიზიტს გეგმავს.
როგორც კონგრესის დელეგაცია განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე არსებული პოლიტიკური სიტუაციის გავლენის შეფასება, განსაკუთრებული ყურადღება კი 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს დაეთმობა.
დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების პალატის პრეზიდენტი, ბერნდ ფორინგერი (გერმანია, EPP/CCE) და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების დაკვირვების საკითხებში კონგრესის პრესსპიკერი, სტიუარტ დიკსონი (დიდი ბრიტანეთი, ILDG), ექსპერტის, პროფესორ ტანია გროპის თანხლებით.
მათი განცხადებით, დელეგაცია შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს.
განცხადების თანახმად, დელეგაციის წევრები გაცვლიან მოსაზრებებს კონგრესში საქართველოს ეროვნული დელეგაციის წევრებთან და საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან.
გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია ხაზგასმით აღნიშნავს, ეს ვიზიტი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც შეხვედრაზე წარმოდგენილი პირების ლეგიტიმურობის ან შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი პან-ევროპული პოლიტიკური კრებაა, რომელიც 200 000-ზე მეტი ხელისუფლების 612 წარმომადგენელს აერთიანებს 46 ევროპული ქვეყნიდან.
კონგრესის დანიშნულებაა დემოკრატიის მხარდაჭერა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების შესაძლებლობების გაუმჯობესება და ხელისუფლების თვითმმართველობების გაძლიერება. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ქარტიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დადგენილი პრინციპების შესრულება. ის ხელს უწყობს დელეგირებისა და რეგიონალიზაციის პროცესებს და ქალაქებსა და რეგიონებს შორის თანამშრომლობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა