„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია“ – ჰერჩინსკი

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია“ – ჰერჩინსკი
თბილისში დღეს გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – “ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის”.
ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მ გახსნა, რომელმაც მანამდე მედიასთან კომენტარის დროს თქვა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა, ახლა კი შედეგების დროა.
ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა, გარდა ამისა, გაჩერებულია გაწევრიანების პროცესი.
“სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია – ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს. ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) – 30 მილიონი ევროს ოდენობით 2024 წლისთვის. სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც.
დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო”, – ამბობს ელჩი ჰერჩინსკი.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია.
“27 ივნისს, ზუსტად 10 დღის წინ, ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ ბრიუსელში და მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათ შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული განრიგი მომდევნო პერიოდისთვის, ასევე შეათანხმეს ევროკავშირის ახალი ლიდერების ვინაობა, ასევე გაიმეორეს მტკიცე ერთგულება უკრაინის დაცვისადმი და გარდა ამისა, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, მათ შეაჩერეს საქართველოს გაწევრიანების პროცესი ევროკავშირში. ეს მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული ევროპული საბჭოს დასკვნაში. იქ სულ რამდენიმე პარაგრაფია და ყურადღებით შეგიძლიათ წაიკითხოთ. კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არის აშკარა უკან გადადგმული ნაბიჯი”, – თქვა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ