საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმმა ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს უმასპინძლა (ფოტები)

ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია “ესთა” ტრადიციულად, ყოველ თვე, ატარებს შეხვედრებს ცნობილ, გამოჩენილ ადამიანებთან. ასოციაციაში გაერთიანებულია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 20 ქალბატონი, პრეზიდენტია  ევა ბაბალაშვილი.

დღეს, საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში, ასოციაცია “ესთა”-ს ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკესთან, ნონა გაფრინდაშვილთან.  ქალბატონ ნონას სიტყვით მიმართეს ცნობილმა ადამიანებმა, გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს “რანინას” ბავშვებმა.

შეგახსენებთ, რომ 1962 წლის 17 ოქტომბერს ნონა გაფრინდაშვილმა ელიზავეტა ბიკოვასთან ითამაშა და 21 წლის გოგონა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქართული ჭადრაკის ისტორიაში ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი ოქროს მედალი. მას შემდეგ ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობა კიდევ ოთხჯერ იზეიმა.

ნონა გაფრინდაშვილის მიერ მოგებული ტიტულები იმდენად ბევრია, რომ დათვლა შეუძლებელია. ნონა გაფრინდაშვილი დღესაც თამაშობს ვეტერანთა ტურნირებზე და ყველგან წარმატებულია.

ცნობისათვის, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი წარმოადგენს ებრაელთა საქართველოში ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განძთსაცავსა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა შემსწავლელ სამეცნიერო ცენტრს.

იგი მფლობელია: მრავალი ექსპონატისა და რარიტეტისა – არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული, ეპიგრაფიკული,  ხელნაწერი, ნაბეჭდი, მხატვრული, არქივების, აუდიო-ვიდეო, ფოტო-სურათებისა და ა.შ.

 

ცნობისათვის, 3 მაისს ნონა გაფრინდაშვილს 83 წელი შეუსრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ