საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე შევთანხმდით – კაია კალასი

ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გააკეთა.
„დემოკრატიული ქვეყნები ოპოზიციურ ხმებს არ ახშობენ, მედიის თავისუფლებას არ ზღუდავენ. ჩვენ პოლიტიკური კონტაქტები შევამცირეთ და საქართველოს მთავრობისთვის დაფინანსება შევაჩერეთ.
დღეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე შევთანხმდით, ევროკომისია ამ შეთავაზებას ამავე წელს წარადგენს. გარდა ამისა, განვიხილეთ სანქციების დაწესება იმ ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, ვინც დგას მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის უკან“, თქვა კალასმა პრესკონფერენციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა