საქართველოს დიპლომატთა კლუბი რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყნის რუსეთის პროვინციად ქცევას ცდილობს.
ისინი კოლეგა ქართველ დიპლომატებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით.
“ჩვენი ქვეყანა ისტორიულ გზაგასაყარზეა. დემოკრატიული რეფორმების გატარების შემთხვევაში საქართველო, სულ რაღაც ექვსი წლის შემდეგ, ევროკავშირის წევრი გახდება. ამის ნაცვლად, ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს გადახაზოს ქართველი ხალხის მრავალი თაობის სანუკვარი ოცნება და ქვეყანა რუსეთის პროვინციად აქციოს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის”, სინამდვილეში კი “უცხოეთის აგენტების” შესახებ რუსული კანონის მიღებით ის ცდილობს გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ძალისხმევით, შარშან, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭა.
ივანიშვილის მთავრობა წლების განმავლობაში შეპარულად საბოტაჟს უწევდა საქართველოს ევროპულ კურსს, ახლა კი ის ღია შეტევაზე გადავიდა და ცდილობს საბოლოოდ გაგვაფორმოს კრემლის გავლენის სფეროდ. საქართველოს ვეტერანი დიპლომატები სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქვეყნის დამოუკიდებლობის, დემოკრატიის და ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ათასობით პატრიოტს და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგა მოქმედ ქართველ დიპლომატებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ დადგნენ ქართველი ხალხის გვერდზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელს აწერენ:
· გიორგი ბადრიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· ლევან მეტრეველი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· ნინო ნაკაშიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· მამუკა ჟღენტი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· გიორგი გუგუნავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
· ნინო კალანდაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
· მანუჩარ წოწონავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დეპანი;
· თემურ იაკობაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· ტარიელ ლებანიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· ეკატერინე მიქაძე – მაიერინგი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· კონსტანტინე გაბაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· მამუკა გამყრელიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· ზურაბ კვაჭაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
· გიგი კუბლაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· სერგი კაპანაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
· ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· გელა ბეჟუაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· თორნიკე გორდაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
· ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· ნიკოლოზ ვაშაკიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· გიგი გიგიაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· თენგიზ ფხალაძე, საქართველოს IV პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი;
· გიორგი ფანიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.