“საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია” 

“საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია”  –  ჰელსინკის კომისია ავრცელებს განცხადებას, რომელსაც ტრამპის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ჯო უილსონი აწერს ხელს.
“ხუთშაბათს ქართველები გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში და მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ხმა აემაღლებინათ ქართული ოცნების გაცხადებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ – ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. ამ მშვიდობიან პროტესტს უკიდურესი ძალადობა მოჰყვა. ჩვენ ვგმობთ ამ ძალადობას მაქსიმალურად მკაცრი ფორმით. არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებითაც ჩანს, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ოქტომბრის ს მანიპულირება მოახდინა, რათა ძალაუფლება შეენარჩუნებინა და ქართველი ხალხის ცალსახა მისწრაფება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ კვლავ უარყო.
ამ კვირის დასაწყისში, ქართულმა ოცნებამ ახალი მთავრობა დაამტკიცა ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე, პრეზიდენტის თანხმობის გარეშე და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით. შესაბამისად, ეს დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია.
ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან და მოვუწოდებთ როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ ქართველებს ბრძოლაში, რათა აღადგინონ დემოკრატია და თავისუფლება თავიანთ ქვეყანაში. -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა მიიღოს ზომები, რათა დაისაჯოს ქართველების მშვიდობიან პროტესტზე და ასევე ლიდერების არჩევის უფლების დარღვევა” | ნათქვამია განცხადებაში

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – რეჟიმს მორალური რესურსი ამოწურული აქვს და ახლა ნაძარცვი ქონების გადანაწილება-შენარჩუნებაზეა გადასული, ამ გადანაწილების პროცესში კი რამდენიმე კლანი ერთმანეთს დაერია

ლელა ჯეჯელავა – მგონი, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი დარჩა წინააღმდეგობის პლატფორმაზე და როგორ უნდა აღადგინოს წინააღმდეგობა? ქარტიამდე მისვლაა საჭირო და როგორ მივდივართ? – ან დადებს კონკრეტულ გეგმას, ან სტრატეგიული გაუგებრობა საპროტესტო განწყობას აზიანებს