საქართველოს დერეფნის სატრანზიტო მონაკვეთზე, სატვირთო ავტოტრანსპორტის ზრდის ტენდენცია არ შეინიშნება – TCRC

“სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” (TCRC) ასაჯაროვებს კვლევის იმ ნაწილს, რომელიც ეხება, საქართველოს საავტომობილო გზებზე, ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობას.
როგორც კვლევის ამ ნაწილში წერია, საქართველოს დერეფნის სატრანზიტო მონაკვეთზე არსებული საავტომობილო ნაკადი ახლო მომავალში შესაძლოა დაუბრუნდეს, პირვანდელ დერეფნებს, რაც დააზარალებს მის განვითარებას.

„როგორ ვიყენებთ საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას?”

2022 წლის რუსეთ – უკრაინის საომარი დაპირისპირების შედეგად, საქართველოს სააავტომობილო გზებზე, ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით – 1.5 ჯერ გაიზარდა.
2021 წელი – 332 100 ერთეული, 2022 წელი – 496 300 ერთეული. რაც პირველ წელს უდაოდ დადებით და იმედის მომცემ ტენდაციად იქნა მიჩნეული, აღსანიშნავია, რომ ზრდის ტენდენციის საპირისპიროთ, სახელმწიფომ გაზარდა სატრანზიტო გადასახადი 200 ლარიდან 350 ლარამდე.

ბუნებრივია, 2023 და 2024 წლებში, მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს სატრანზიტო გზებზე შენარჩუნებულიყო და გაზრდილიყო ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობა, სტატისტიკის მიხედვით, მომდევნო წლებში ზრდის დინამიკა პრაქტიკულად არ შეინიშნება, 2023 წელი – 514 300 ერთეული, 2024 წელი – 513 600 ერთეული. რაც პირველ როგში გაძვირებასთან არის დაკავშირებული.

აღნიშნული ტენდენცია ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს დერეფნის სატრანზიტო მონაკვეთზე, სატვირთო ავტოტრანსპორტის ზრდის ტენდენცია არ შეინიშნება.

რაც შეეხება, მიზეზებს, გთავაზობთ ერთ – ერთი გადამზიდავი კომპანიის მიერ, ჩვენ ორგანიზაციაში წარმოდგენილ პრობლემათა მოკლე ამონარიდს – ” მნიშვნელოვან პრობლემას წარმოდგენს საბაჟო პუნქტებში რიგები, მებაჟეების პასიური მუშაობა, ელემენტარულად, სატრანზიტო მიმართულებებზე თოვლსა თუ ყინვაში მოძრაობისას გაურკვეველი დროით რიკოთის და კობი – გუდაურის ჩაკეტვა, დაუსაბუთებლად გაზრდილი სატრანზიტო 350 ლარი და პარკის 80 ლარი გადასახადები, რომლებსაც არ მოჰყვება ადექვატური სერვისები” (მხოლოდ მცირე ჩამონათვალია).

დ ა ს კ ვ ნ ი ს ს ა ხ ი თ – ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობის დინამიკა მიგვანიშნებს, რომ საავტომობილო ნაკადი ახლო მომავალში შესაძლოა დაუბრუნდეს, პირვანდელ დერეფნებს, რაც დააზარალებს დერეფნის განვითარებას“, – წერია კვლევაში.