საქართველოს დელეგაცია დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ მიდის

20-24 იანვარს დავოსში ეკონომიკური ფორუმი იმართება, რომელსაც საქართველოს დელეგაცია არ დაესწრება.
,,კომერსანტი” მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურს დაუკავშირდა. მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განგვიცხადეს, რომ საქართველოს დელეგაცია არც დავოსში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
“კომერსანტი” დაინტერესდა დეტალებით, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მეტ დეტალს ვერ იტყვიან.
შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებაში მონაწილე ლიდერებს შორის არის -ის არჩეული პრეზიდენტი , რომელიც დისკუსიას ონლაინ ჩაერთვება. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჩავლენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი , ასევე უკრაინის პრეზიდენტი , ევროკომისიის პრეზიდენტი , ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრებიან ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი , ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო და სხვა ევროპელი ლიდერები.
ჩინეთს ფორუმზე წარმოადგენს ვიცე-პრემიერი დინ სიუესიანი. ამასთან, დავოსის ეკონომიკური ფორუმის განცხადებით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ს პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ მუსტაფა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ჰასან ალ შიბანი.
დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად ასევე ელოდებიან არგენტინის, პერუს, სამხრეთ აფრიკის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ეგვიპტის, ერაყის, კატარის, მონღოლეთის, ბანგლადეშის, მალაიზიის, ტაილანდის, ვიეტნამისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიდერებს.