საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ინფორმაციისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისა და სხვადასხვა სახის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
როგორც მემორანდუმის ხელმოწერის დროს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან მსგავსი ტიპის თანამშრომლობა. მისი თქმით, ასეთი დოკუმენტის გაფორმება ხელს შეუწყობს გამოცდილებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიმოცვლას, სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობას და ინსტიტუციების საქმიანობების გაუმჯობესებას.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა