საქართველოს და თურქეთის ფეხბურთელების მონდომება და თამაშის ხარისხი თანაბარი იყო, ჩვენ მეტი საგოლე მომენტი გვქონდა და მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით

საქართველოს და თურქეთის ფეხბურთელების მონდომება და თამაშის ხარისხი თანაბარი იყო, ჩვენ მეტი საგოლე მომენტი გვქონდა და მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით
პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი საქართველო- თურქეთის მატჩს აფასებს. როგორც დეპუტატი ამბობს, ორივე გუნდის თამაში ხარისხობრივად ერთი დონის იყო, თუმცა საქართველოს მეტი საგოლე მომენტი ჰქონდა.
ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს მეტი შესაძლებლობა აქვს. დეპუტატი ს მიმართ კრიტიკასაც პასუხობს და ამბობს, რომ ფეხბურთელმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა.
„ევრო 2024-ზე საქართველო – თურქეთის თამაში იყო მცირედი, ჩვენ მეტი შესაძლებლობა გვაქვს. გამოხმაურება იყო საკმაოდ დადებითი, ზოგისთვის გასაკვირიც იყო დებიუტანტი გუნდის კარგი თამაში. თვითონ მატჩიც ხარისხობრივად იმდენად კარგი და ემოციური იყო, რომ თურქების იტალიელმა მწვრთნელმა, მონტელამ აღნიშნა – ეს თამაში ფინალს დაამშვენებდა, ისეთი მომენტები იყოო. მართლაც საოცარი ბურთები შეაგდეს თურქებმა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ კარგი მეკარე გვყავს, უბრალო მეკარეს ასეთ ბურთებს არ შეუგდებდნენ.
არდა გიულერი არის 19 წლის, რეალ მადრიდის ვარსკვლავი, რომელმაც ძალიან მაგარი ბურთი შეაგდო და გადაგვიწყვიტა თამაში. რომ არა ის გოლი, თამაში სხვანაირად წარიმართებოდა. საქართველოს და თურქეთის ფეხბურთელების მონდომება და თამაშის ხარისხი თანაბარი იყო, ჩვენ მეტი საგოლე მომენტი გვქონდა და მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით. ფრე რომ დამთავრებულიყო – სამართლიანი შედეგი იქნებოდა. პირველი თამაშისთვის ის, რაც ჩვენმა გუნდმა აჩვენა კარგია. მე მგონია, რომ გუნდის ამ ფორმაციაში მეტის შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა კარგად ითამაშეს. ბევრი კრიტიკა იყო ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ და დაანებონ მას თავი. ხვიჩა გამორჩეულია თავისი უნარებით, მას უნდა ველოდოთ შემდეგ თამაშებში. პროფესიულად რომ შევაფასო, ხვიჩასგან ყველა ელის, როდის მოატყუებს 2-3 კაცს და ბურთს შეაგდებს – ყოველთვის ეს მოლოდინია, მაგრამ თამაში იყო საკმაოდ მძიმე და ხვიჩა თავის გასაკეთებელს აკეთებდა.“- აღნიშნა ყაველაშვილმა.
Previous: კიდევ უფრო ადრე ასევე პირდაპირ გვითხრეს, რომ -ს ინტერესებშია საქართველოს მიერ ს წინააღმდეგ სანქციების დაწესება და აქ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს