“საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები გაუარესებულია” – ჰერჩინსკი კობახიძეს პასუხობს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ირაკლი კობახიძის განცხადების პასუხად, ამბობს:
მე არ მინდა გავაკეთო კომენტარი მსგავს განცხადებებზე, მაგრამ გეტყვით, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები გაუარესებულია. სამწუხაროდ, სწორედ ამ კანონის გამო. ევროოკავშირი შემდეგ კვირაში იმსჯელებს საქართველოს საკითხებზე და გადაეგზავნებათ შედეგები მინისტრებს და მთავრობის წარმომადგენლებს. სამწუხაროდ, ამ კანონმა შეაჩერა საქართველოს წინსვლა. ახლა უნდა იმსჯელონ, რა არის საქართელოსთვის კარგი და ისე მიიღონ გადაწყვეტილებები, რადგან ამ კანონმა გაყინა საქართველოს ევროკავშირშ გაწევრიანება, – თქვა ჰერჩინსკიმ.
ორი დღის წინ კობახიძე ამტკიცებდა, რომ რუსულმა კანონმა საქართველოს ევროკაშირიში გაწევრიანების შანსები გაზრდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ვინც დარჩებით ლელოში, მინდა დღესვე იცოდეთ, ხართ მზად ეომოთ საკუთარ ხალხს? ხართ მზად პატიმრებს ეჩხუბოთ? ხართ მზად აქტივისტებზე იძალადოთ გასაჩუმებლად? მზად ხართ ქოცების სანქციები დაამუხრუჭოთ?”